ახალი ამბები
ბორჯომში პროექტის „სისუფთავე იწყება ჩემი უბნიდან“ განხორციელება დაიწყო
ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური ახალი პროექტის,სახელწოდებით „სისუფთავე იწყება ჩემი უბნიდან“ განხორციელებას იწყებს. პროექტის ფარგლებში ყოველ შაბათ-კვირას ბორჯომის სხვადასხვა უბანში საცხოვრებელი სახლების ეზოები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდება.პროექტის მიზანი მოსახლეობის ჩართულობით საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებაა.ადგილობრივებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საკუთარი ქალაქისა და უბნის მოწესრიგებაში.
კიდევ ერთი ინიციატივა,რომელიც ქალაქში 1 მაისს ამოქმედდება მობილური ჯგუფის შექმნას გულისხმობს,მათი მოვალეობა ბორჯომის მიმდებარე სოფლებისა და მდინარის კალაპოტების დასუფთავება იქნება.
Print