საქართველოში დღეს ძლიერი ქარია მოსალოდნელი
საქართველოში, დღეს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
ზღვაზე მოსალოდნელია 4–5 ბალიანი შტორმი.ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში
მოთოვს, ზოგან შესაძლებელია ქარბუქი.
აღმოსავლეთ საქართველოში ქარი დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება.
განსაკუთრებით ძლიერი ქარი იქროლებს: შიდა ქართლში, თბილისში და
კახეთის ზოგიერთ რაიონში. კერძოდ, 9 მარტს საღამოსა და 10 მარტის
ღამის საათებში შესაძლოა ქარის სიჩქარე 28–30 მ/წმ-მდე გაიზარდოს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში დღისით ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 7–9 გრადუსი,
მაღალმთიან რაიონებში- –1+4;
აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, დღისით ჰაერის მაქსიმალური
ტემპერატურა 10–12 გრადუსი იქნება, კახეთის რეგიონში – 12–14
გრადუსი.
თბილისში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 12
გრადუსი იქნება.