ახალი ამბები
"გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე"- ქართული ოცნება დღეს ბორჯომში აქციას აანონსებს
"ქართული ოცნების" განცხადებით აქცია,რომლის მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომა იქნება, 17:00 საათზე დაიწყება .ბორჯომის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კვირკველიას განცხადებით აქციები მანამდე გაგრძელდება,სანამ ზაზა ჩაჩანიძე არ გადადგება.საკრებულოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აცხადებს,რომ საკრებულოს შენობა ფაქტიურად "ოკუპირებულია" პოლიციისა და ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ.მისი განცხადებით ქართული ოცნება აქციაზე მოქალაქეებს სხვადასხვა სამსახურებიდან იძულებით მიიყვანს.რაც შეეხება ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას,ბაკურ გელაშვილი ამბობს,რომ საკრებულოს თავმჯდომარე ბორჯომის უმრავლესობამ აირჩია და ის არ უნდა გადადგეს.



Print