მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება
მთავრობის ინიციატივით, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება, ასევე მცირე მეწარმის კატეგორიაში მოხვდება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას იწყებს.

"მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. პირველი - ეს გახლავთ მცირე მეწარმეებისთვის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება. მოგეხსენებათ, რომ მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განსაკუთარებით მცირე მეწარმეობის. მე პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, ჩემი გამოსვლისას ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის დახმარების მეორე ტალღას. მას შემდეგ, რაც საკმაოდ წარმატებით ხორციელდება პროგრამები "აწარმოე საქართველოში", სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამები, "დანერგე მომავალი" და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით. მინდა მადლობა გადავუხადო ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოახდინა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ეს გახლავთ ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის დაწესების თაობაზე. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს, ანუ 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან, დღეს თუ მცირე მეწარმედ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება ამ კატეგორიაში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეების, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება" - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.