ბორჯომის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო
კვორუმი დღესაც არ შედგა,რის გამოც 12:00 საათზე დაანონსებული სხდომა
17:00 საათზე გადაიდო.სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების
გამო,არ ესწრებოდა დეპუტატი
ფირან გოგიჩაშვილი.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით თუ კვორუმი 17:00 საათზეც არ შედგა,სხდომა
ხვალ დღის 12:00 საათამდე გადაიდება.დღის წესრიგის მიხედვით დღეს
დეპუატატებმა 27 საკითხი უნდა განიხილონ,მათგან ერთ-ერთია მერიის მიერ
გაზრდილი ხელფასების დამტკიცების საკითხი.ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით
მერიის მიერ წარდგენილ ხელფასებს,სადაც თანხები შეუსაბამოდ არის
გაზრდილი არ დაამტკიცებენ.ადგილზე ჩვენი გადამღები ჯგუფი
მუშაობს,სიუჟეტს რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.თვალი ადევნეთ
ტელეკომპანია "ბორჯომის" ვებ-გვერდს.