NDI-ს მიერ გამოკითხულთა 80 % კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობას დადებითად უყურებს
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 80 % კაცებსა და ქალებს შორის თანასწორობას
დადებითად უყურებს. გამოკითხულთა 16%-ს თანასწორობის მიმართ უარყოფითი
დამოკიდებულება აქვს, ხოლო 4% პასუხობს, რომ არ იცის.
გენდერულ თანასწორობას დადებითად აღიქვამს გამოკითხულთა 67%, 23%
უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს, ხოლო 9%-მა გენდერული
თანასწორობის შესახებ კითხვაზე უპასუხა, რომ არ იცის.
ფემინიზმს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 26 %, 34% - უარყოფითად,
ხოლო 39%-მა - არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.