NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტში 50% ქალი და 50% კაცი დეპუტატი უნდა იყოს
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ
საკანონმდებლო ორგანოში
ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილების შემთხვევაში
50% ქალი და 50% კაცი უნდა იყოს.
კითხვაზე, თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა ქალი და კაცი
პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში, გამოკითხულთა 6%
მიიჩნევს, რომ 10% ქალი და 90% კაცი - საკანონმდებლო ორგანოში მათი
საუკეთესო გადანაწილებაა; 37%-ის აზრით, 30% ქალი და 70% კაცი; უნდა
იყო, გამოკითხულთა 44% მიიჩნევს, რომ საუკეთესო განაწილება 50% ქალი
და 50% კაცია; გამოკითხულთა 3%-ის აზრით, ეს მაჩვენებელი შემდეგნაირად
უნდა გამოიყურებოდეს - 30% კაცი და 70% ქალი.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.