NDI - რესპონდენტთა 31 %-სთვის მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას, 10 %-სთვის კი ”ნაციონალური მოძრაობა”
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს
”ქართული ოცნება” დგას.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს,
პასუხები ასე გადანაწილდა:
”ქართული ოცნება”– 31%, არც ერთი პარტია - 30%, უარი პასუხზე - 12%,
”ნაციონალური მოძრაობა”- 10%, არ ვიცი - 5%, ”ევროპული საქართველო”-
4%, ”პატრიოტთა ალიანსი”- 3%, სხვა - 1%.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო
ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.