NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ სურვილის შემთხვევაში ადვილად შეძლებდა პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 55% არ ეთანხმება
მოსაზრებას, რომ სურვილის შემთხვევაში ადვილად შეძლებდა პარლამენტის
წევრთან შეხვედრის დანიშვნას.კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ
ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: რომ გინდოდეთ ადვილად შეძლებდით
პარლამენტის წევრთან შეხვედრის დანიშვნას, გამოკითხულთა 55% აღნიშნულ
მოსაზრებას არ ეთანხმება, 34% - ეთანხმება და 11%-მა არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK
aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას
ატარებს CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%