NDI-ის კვლევის თანახმად,გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად,
გამოკითხულთა 59%-მა არ იცის
, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს
პარლამენტში.კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი
საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა,
14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა - არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის
პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის
საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK
aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს
CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.