ბორჯომის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი
ერთხმად დაამტკიცა. საკითხს მხარი 15-ვე დეპუტატმა დაუჭირა. ბიუჯეტი
17 მლნ 800 ათასი ლარით განისაზღვრა. დეპუტატები იმედოვნებენ,
რომ ბიუჯეტში არსებულ ხარვეზებს ეტაპობრივად, ცვლილებებით
გამოასწორებენ.
შეგახსენებთ სხდომას ესწრება ოპოზიციური პარტიების 15-ვე დეპუტატი.
დარბაზში არ იმყოფებიან „ქართული ოცნების“ წევრები.