დაამტკიცებენ თუ არა დღეს ბორჯომის 2018 წლის ბიუჯეტს
ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
შესვენების შემდეგ გადაწყდება, დაამტკიცებენ თუ არა დეპუტატები 2018
წლის ადგილობრივ ბიუჯეტს.
საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტი საფინინსო სამსახურის
წარმომადგენელმა გააცნო. შეგახსენებთ, საკრებულოს სხდომას ოპოზიციური
პარტიების 15-ვე დეპუტატი ესწრება.
„ჩვენ ვეცადეთ რომ კონსტრუქციულად გვეთანამშრომლა , მაგრამ „ქართული
ოცნება“ უპასუხისმგებლოდ იქცევა და ჩვენგანაც ადეკვატურ პასუხს
მიიღებს“-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძიემ.
ტელეკომპანია „ბორჯომი“ დაუკავშირდა „ქართული ოცნების“ წევრს გიორგი
ფერაძეს. კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებიან საკრებულოს სხდომას, მან
კომენტარისგან თავი შეიკავა.