ბორჯომში შშმ ბავშვებისათვის დღის ცენტრი "თებე" გაიხსნა
17:39 / 18.12.2017
დღეს ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის დღის
ცენტრი გაიხსნა.სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მსგავსი ტიპის დღის ცენტრი
პირველია.
ცენტრი 6-დან 18 წლამდე 30 ბავშვს შესთავაზებს სხვადასხვა სახის
მომსახურებას,როგორიცაა: არაფორმალური განათლება,თერაპიული აქტივობები
და სოციალური უნარების განვითარება.კვება და ტრანსპორტირება
მომსახურების ნაწილს შეადგენს.დღის ცენტრი ბულგარეთის განვითარების
ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და საქმიანობას გაეროს
ბავშვთა ფონდისა და მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის ფარგლებში
ახორციელებს.შენობის სრული რეაბილიტაცია და აუცილებელი ივენტარით
აღჭურვა გაეროს ბავშვთა ფონდმა უზრუნველყო.
დღის ცენტრის საქმიანობას ახორციელებს ადგილობრივი არასამთავრობო
ორგანიზაცია "ერთად რეალური ცვლილებებისათვის".მომსახურების
შეუფერხებლად მიწოდების მიზნით,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო გამოყოფს სახელმწიფო ვაუჩერებს დღის
ცენტრისათვის.ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით, გასულ წელს
კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა შენობის ნახევარს, კომპანია „IDS ბორჯომი
საქართველოსა” და ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით კი შენობის
არსებული ფართი გადაეცა ორგანიზაციას.ღონისძიებაზე კომპანიების „IDS
ბორჯომის საქართველოსა“ და „გურიელის“ წარმომადგენლებმა ცენტრის
ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.