უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე ვმუშაობთ - ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ტელეკომპანია "ბორჯომს",დღეს ახალ უბანში მცხოვრები მოსახლეობა
დაუკავშირდა,მათი განცხადებით ადამიანების ჯგუფს მიუსაფარი ცხოველები
უბნის ტერიტორიიდან გადაჰყავთ.
საკითხის გარკვევის მიზნით ჩვენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას
მივმართეთ. გამგეობამ კითხვაზე წერილობით გვიპასუხა,რასაც უცვლელად
გთავაზობთ:
"ბორჯომის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განმარტავს,
რომ უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარებისათვის მუნიციპალიტეტმა
კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ზაფხულის სეზონიდან დაიწყო და
ამჟამადაც ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს "იმერეთმა" 250
ძაღლის თავშესაფარში გადაყვანა, მათი სტერილიზაცია, ვაქცინაცია და
სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა უზრუნველყო. აღნიშნული
პროცედურების შემდეგ განხორციელდა ძაღლების მარკირება ყურის კლიპის
მეშვეობით და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ პირობებში
დაბრუნება. სულ რამდენიმე ხნის წინ მუნიციპალიტეტმა მეორე ტენდერიც
გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანია მეორე ეტაპზე 200 უპატრონო ძაღლის
გადაყვანასა და შესაბამისი პროცედურების განხორციელებას
უზრუნველყოფს"- ნათქვამია განცხადებაში.