მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და
ყოვლადქებულთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი
ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა
ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი
ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს
ნიშნავს.პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ ერთთვიანი მარხვა უძღოდა,
რომელიც 12 ივნისს დაიწყო.