სახელმწიფო აუდიტის სამსახური დღეს 2016 წლის ანგარიშს წარადგენს
პარლამენტში დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის ანგარიშს
განიხილავენ.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა, აუდიტის დასკვნიდან
გამომდინარე 27 ფაქტი პროკურატურაშია გადაგზავნილი, დასკვნების დიდი
ნაწილი კი - პარლამენტში.
მისი თქმით, პარლამენტში სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც ფაქტებს
შეისწავლის და ყველა მათგანზე რეაგირება იქნება.