საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, მხარის გუბერნატორთან  ერთად, რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა .

შეხვედრაზე ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულები განიხილეს. 2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს და სამინისტროს წარუდგინოს. ნარჩენების მართვის დაგეგმვის მიზანია გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა, დაინერგოს თანამედროვე სტანდარტები და სისტემები.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეში მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შემუშავდეს და იგი 2016 წლის 1-ლი აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა" და ,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას" უნდა შეესაბამებოდეს.

Print