პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომას გამართავს
ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი რიგგარეშე სხდომას დღეს, 13:00
საათზე გამართავს.
რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის
თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონპროექტის
შესახებ პირველი და მეორე მოსმენის საკითხი და საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხები განიხილება. "პრეზიდენტს
წარვუდგინეთ წარდგინება რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რაზეც
პარლამენტს უარი ეთქვა პრეზიდენტის მხრიდან. კონსტიტუციისა და
რეგლამენტის თანახმად, უფლებამოსილნი ვართ შევიკრიბოთ საკუთარი
ინიციატივით. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში წარმოდგენილია სულ ორი
საკითხი: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის
საკითხი, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, პირველი და მეორე მოსმენით
და კონსტიტუციური კანონპროექტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
შესახებ, პირველი და მეორე მოსმენით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.