ახალციხეში საბარგო სადგურის მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა
ადგილობრივები ხელისუფლებას დაპირების შესრულებას სთხოვენ.
სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს. მათი თხოვნით მოსახლეობამ
გზის პირზე გადაინაცვლა, რის შემდეგაც მოძრაობა აღდგა.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ახალციხის მერი და გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ
ადგილობრივებს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის აგვისტოში
დაწყების პირობა მისცეს.
წყარო: ახალციხის ტელეკომპანია "მეცხრე არხი".