ახალი ამბები
შსს-ს მაშველებმა მლეთაში 20-მდე მოქალაქეს დახმარება გაუწიეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა,  დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, 20-მდე მოქალაქეს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.
ლომისობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები, უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, სიმაღლიდან ჩამოსვლისას დაშავდნენ.
შსს-ს მაშველებმა მთიდან ჩამოიყვანეს დაზარალებულები, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდათ. დაშავებულებს მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს და საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგიერთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებამდე მიიყვანეს. დაზარალებულების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრევენციის მიზნით, სოფელ მლეთაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 65 მაშველია მობილიზებული. ისინი ადგილზე გვიან ღამემდე დარჩებიან და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს დახმარებას აღმოუჩენენ.
Print