მართლმადიდებლები დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს ზეიმობენ
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს
აღინიშნება.
სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის
ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო.
მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი.
ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან.
წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება,
რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.