ევროკავშირმა საქართველოს 60 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება გამოუყო
60 მილიონი ლარიდან 26 მილიონი ლარი – გრანტს, 34 მილიონი კი –
დაბალპროცენტიან სესხს წარმოადგენს.
როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში
იანოშ ჰერმანმა განაცხადა, ეს არის მაკროფინანსური დახმარება,
რომელიც მთავრობას საგადასახადო ბალანსის შევსების მიზნით, კრიზისის
დროს გამოეყოფა.
მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და დახმარება
ევროკავშირის მხრიდან სხვადასხვა სფეროებში გრძელდება.