არამწეველი და მწეველი ბრალდებულები/მსჯავრდებულები სხვადასხვა საკნებში მოთავსდებიან
დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში არამწეველი და თამბაქოს
მომხმარებელი ბრალდებულები/მსჯავრდებულები ცალ-ცალკე საკნებში
განთავსდებიან.
აღნიშნულ საკითხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანებით, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში განხორციელებული
ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია.
განხორციელებული ცვლილებების მიზანი თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან
თავის არიდებაა.