საზოგადოება
უფასო ატრაქციონები ბავშვებისთვის - ბორჯომის პარკი გაიხსნა
დღეს, ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი ოფიციალურად გაიხსნა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ატრაქციონები მთელი დღის განმავლობაში უფასოდ მუშაობდა. უფასო იყო პარკში შესვლაც.

რაც შეეხება ატრაქციონების ფასებს, მიმდინარე სეზონზე უცვლელი რჩება. დამსვენებლებს პარკში შესასვლელად, 2 ლარის გადახდა მოუწევთ. პარკში შესვლა უფასოა ბორჯომელებისთვის, 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის, შშმ პირებისთვის, ომის ვეტერანებისთვის და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის. 50%-იანი ფასდაკლება ხორციელდება 16 წლამდე მოზარდებსა და სტუდენტებზე.

ბორჯომის პარკში იმედოვნებენ, რომ უამინდობას ზაფხულის ცხელი დღეები ჩაანაცვლებს. ისინი ბევრი დამსვენებლისა და წარმატებული სეზონის მოლოდინში არიან.
Print