NDI - გამოკითხულთა 48% თვლის რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო საქართველოსთვის.
გამოკითხულთა 42 % კი თვლის რომ საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის
დაშლა ცუდი მოვლენა იყო.
საინტერესოა, რომ კვლევის მიხედვით იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც
მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, მაინც უჭერს
მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები 12
მაისს გაასაჯაროვა. კვლევები განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და იგი ჩაატარა CRRC
საქართველომ.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის
საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.