NDI - მოქალაქეთა ინფორმირებისათვის კვლავ ტელევიზია ლიდერობს.
კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 76 % ინფორმაციიას ძირითადად
ტელევიზიიდან იღებს, 16 %-მდე გაიზარდა ინტერნეტმომხმარებელთა რიცხვი.
რაც შეეხება ჟურნალ - გაზეთებს, რადიოს ინფორმირებისათვის
გამოკითხულთა მხოლოდ 1% იყენებს. გამოკითხულთა 3 % კი ინფორმაციას
მეზობლებიდან და მეგობრებიდან იღებს.
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები 12
მაისს გაასაჯაროვა. კვლევები განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და იგი ჩაატარა CRRC
საქართველომ.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის
საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.