NDI - გამოკითხულთა 63 % რუსეთს საფრთხედ აღიქვამს
კვლევის შედეგების მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით,
მოქალაქეების ნახევარს (52 პროცენტს) მიაჩნია, რომ საქართველო
უსაფრთხო ქვეყანაა, მაშინ როდესაც მეორე ნახევარი არ იზიარებს ამ
მოსაზრებას.
NDI-ის გამოკითხულთა 35% მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას
ყველაზე უკეთ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოოფს.
12% თვლის რომ უსაფრთხოება ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაიცვას, ხოლო
გამოკითხულთა 10% თვლის რომ საქართველოს უსაფრთხოების გარანტი
რუსეთია.
გამოკითხულთა 63%-ის აზრით ქვეყნისთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია,
6% საფრთხედ თურქეთს, ხოლო აშშ-ს საფრთხედ გამოკითხულთა 5 %
აღიქვამს.
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები 12
მაისს გაასაჯაროვა. კვლევები განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და იგი ჩაატარა CRRC
საქართველომ.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის
საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.