რეორგანიზაციის შედეგად განათლების სამინისტრო 500-მა ადამიანმა დატოვა
ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
ალექსანდრე ჯეჯელავამ უწყებაში განხორციელებული
რეორგანიზაცია-ოპტიმიზაციის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
,,ეს იყო ოპტიმიზაცია. ზოგი ფუნქცია მთლიანად შემცირდა. შევეცადეთ,
რომ ე.წ. ბექოფისური, ანუ დამხმარე ფუნქციები შეგვემცირებინა,
როგორიცაა მაგალითად, იურიდიული და აუდიტის სამსახურები და ამის
ხარჯზე გაგვეძლიერებინა ფრონტალური განათლების ფუნქციები, პროფესიული,
ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების დეპარტამენტები", -
განაცხადა ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, ოპტიმიზაციის პროცესში ყველა ადმინისტრაციული ხარჯი
10%-ით შემცირდა.