შსს-ს მომსახურების სააგენტომ და იუსტიციის სახლმა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს
ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის
ფილიალებში ეტაპობრივად დაინერგება შსს-ს მომსახურების სააგენტოს
შემდეგი სერვისები:
განმეორებითი მართვის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, სატრანსპორტო საშუალების
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, იარაღის
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღება, საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის აღება და
სხვა.
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება მოქალაქეებს, შსს-ს მომსახურების
სააგენტოს 14 ტერიტორიული ერთეულის გარდა, იუსტიციის სახლის 19
ფილიალში უკვე მიმდინარე წლის 3 მაისიდან შეეძლებათ.
მომხმარებელმა იუსტიციის სახლში ნასამართლობის ცნობის მისაღებად
მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს, ცნობა
კი განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა.
ნასამართლობის შესახებ ცნობის დაჩქარებული წესით აღების საფასური 1
სამუშაო დღეში - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ აღნიშნული სერვისების გაფართოება
იუსტიციის სახლის ფილიალებში მომხმარებელთათვის მეტი კომფორტისა და
სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.