საზოგადოება
უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის ადაპტირებული ვებ-გვერდი შეიქმნა
უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებ-გვერდი - voice.sda.gov.ge შეიქმნა.
უსინათლო და მცირემხედველი პირები დღეიდან იუსტიცის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ადაპტირებული ვებგვერდის http://sda.gov.ge მეშვეობით, მიიღებენ ინფორმაციას სააგენტოში არსებული სიახლეებისა და სერვისების შესახებ.
ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია 27 აპრილს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და ასევე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე აგრეთვე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები, თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქართული ხმოვანი სისტემის შემქმნელები.
სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველი პირები ადაპტირებულ ინფორმაციას ხმოვან რეჟიმში მიიღებენ. დამატებითი ფუნქციების ინტეგრირებით, მომხმარებლებისათვის შექმნილია მაქსიმალური კომფორტი - შესაძლებელია, როგორც ფონის ფერის, ასევე შრიფტის ზომის ცვლილება, რაც მცირემხედველი პირების საჭიროებებზეა მორგებული. ასევე შესაძლებელია ხმოვანი ფუნქციის აჩქარება და შენელება.
ვებ-გვერდის ადაპტირება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის „ადამიანთა უფლებები ყველასთვის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამ დახმარების მეშვეობით სააგენტომ შეიძინა ქართული ენის ხმოვანი ძრავი და ვებგვერდის შექმნის მომსახურება.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა ადამიანის უფლებების სტრატეგიით დასახული პრიორიტეტების შესაბამისად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სერვისების ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.