ახალი ამბები
დაპირისპირება პარლამენტში -ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას ჭიქა ესროლა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს - ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია. ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხზე მსჯელობისას ემზარ კვიციანმა განცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხდომა ღია რეჟიმში ჩატარდებოდა თუ დახურულში, ვინაიდან დარბაზში უცხო ქვეყნის რეზიდენტი იჯდა, რა კონტექსტშიც გიგა ბოკერიაზე მიუთითა. ამას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, უშუალოდ ბოკერიას მხრიდან კი კვიციანის მისამართით შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რამაც კვიციანის გაბრაზება გამოიწვია. "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს, იქამდე კი მან ბოკერიას მისამართით წყლით სავსე ჭიქა ისროლა.დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შესაწყვეტად, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.