ახალი ამბები
ვიზალიბერალიზაციის შესახებ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ბათუმში შეხვედრა გაიმართა

ბათუმში საერთაშორისო გამშვებ პუნქტებზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის  ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები იმართება.

შეხვედრები საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით იმართება.შეხვედრებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მონაწილეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილება ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საინფორმაციო კამპანიის ძირითადი მიმართულებები და მისი განხორციელების პროგრესი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმება, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის შესახებ ინფომრაცია, საერთაშორისო დაცვის სისტემის ზოგადი საკითხები და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.