საზოგადოება
ბაკურიანში უიშვიათესი ატმოსფერული მოვლენა ქართველი სტუდენტის ობიექტივში მოხვდა
ქართველმა სტუდენტმა და ფოტოგრაფმა დიმიტრი გოდერძიშვილმა ბაკურიანში უიშვიათესი ატმოსფერული მოვლენა - სინათლის სვეტები გასულ კვირას დააფიქსირა. დიმიტრი გოდერძიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები კი ინტერნეტში გახდა პოპულარული.

"უიშვიათესი და ძალიან საინტერესო ატმოსფერული ოპტიკური ფენომენი (და მე).
ფერადი სინათლის სვეტები, რომლებსაც ხედავთ, რეალურად არ არსებობს, ისინი მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა.
მიწასთან აღმოჩენილი ყინულის კრისტალები, რომლებიც ჩვეულებრისამებრ ატმოსფეროს მხოლოდ ზედა ფენებში - ღრუბლებში არსებობს, ჰექსაგონალური ფორმის გამო "მილიონ-სარკიან" მატერიას ქმნის ჰაერში. სწორედ ეს პატარა სარკეები სხვადასხვა სიმაღლიდან ირეკლავს და მომართავს სინათლეს დამკვირვებლისკენ და გვიქმნის სვეტების ილუზიას" - წერს დიმიტრი გოდერძიშვილი სოციალურ ქსელში.









Print