საზოგადოება
საქართველოში Wi-Fi-ს მეტად გამოიყენებენ, ვიდრე მოლდოვაში - შეხვედრა თბილისში
საქართველოში Wi-Fi-ს ფართოდ და წარმატებით მოიხმარენ, მაშინ როდესაც თუნდაც მოლდოვაში უკაბელო ინტერნეტით მოსარგებლეთა რიცხვი 2-3 000-ს არ აჭარბებს. ამის შესახებ სიხშირული სპექტრის ექსპერტების სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს.
როგორც ღონისძიებაზე განმარტეს, შეხვედრის მიზანი 2017 წლის სამუშაო გეგმის შემუშავება და ევროპული მოდელების გაზიარებაა.
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა, EaPeReg ქსელი, 2012 წელს მოლდოვაში გამართულ პლენარულ სესიაზე, ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით შეიქმნა .
სამუშაო შეხვედრა თბილისში კი მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.

Print