საზოგადოება
ბორჯომის მუნიციპალიტეტში "ახალდაქორწინებულთა პროგრამა" დისკრიმინაციულია-სახალხო დამცველი
უკვე წლებია ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებულთა პროგრამა მოქმედებს, რომელიც ერთჯერად დახმარებას 150 ლარის ოდენობით ითვალისწინებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლია წყვილს, თუ კაცი ბორჯომშია რეგისტრირებული. აღნიშნულ პროგრამას სახალხო დამცველი გამოეხმაურა და დისკრიმინაციული უწოდა. პროგრამის ხარვეზის გამოსწორებაზე საუბრობენ ბორჯომის მინიციპალიტეტის გამგეობაში. შეგახსენებთ, აღნიშნული პროგრამით ბორჯომში ყოველწლიურად ათობით ოჯახი სარგებლობს.
Print