საზოგადოება
1 დეკემბერს ბორჯომის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება
ხვალ, 1 დეკემბერს, სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ბორჯომის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. დილის 11:00-დან საღამოს 17:00 საათამდე გაზი გაითიშება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ვაშლოვანაში, არდაგანში, ლიკანში, ახალი უბანსა და პლატოზე. ასევე სოფელ სადგერში, ცემსა და ტბაზე. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად მიეწოდებათ.
Print