საზოგადოება
გაზის გამათბობლები და მომხმარებელთა უსაფრთხოება
დღეიდან ტელეკომპანია "ბორჯომი" ახალ რუბრიკას იწყებს. "სერვისი და მომხმარებელი"- ასე ჰქვია რუბრიკას, რომელიც ყოველ პარასკევს გავა ეთერში. სიუჟეტები სერვისებზე, მომხმარებელთა უფლებებსა და მის დაცვაზე იქნება ორიენტირებული. რუბრიკა პროექტის ფარგლებში მზადდება, რომლის სახელწოდებაა "იცოდე და დაიცავი შენი უფლებები". პროექტს ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, რომლის მხარდამჭერი ევროკომისიის დაფინანსებით არის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. დღევანდელ სიუჟეტში გაზის გამათბობლებსა და მის უსაფრთხოდ გამოყენებაზე ვისაუბრებთ. რას ფიქრობენ ადგილობრივები და როგორია სპეციალისტების რჩევები, ნახეთ რუბრიკაში "სერვისი და მომხმარებელი".
Print