საზოგადოება
შსს-აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს
2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 34 პირი დააკავეს.

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა დაკავებული.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ გუშინ მიმდინარე აქციის დროს 12-მა სამართალდამცავმა მიიღო დაზიანება.

დაკავებული პირები სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.


Print