ხელნაკეთი ნივთები, ანიმატორების შოუ, კონცერტი და საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება - "ბორჯომობა 2024"
23:05 / 14.09.2024
"ბორჯომობა 2024" - სახალხო
დღესასწაული დღეს ცენტრალურ ისტორიულ პარკში გასართობ-შემეცნებითი,
სპორტული აქტივობებით და კონცერტებით აღინიშნა.მთელი დღის განმავლობაში,
ადგილობრივების მიერ გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და
ნამუშევრები. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა. ასევე გაიმართა სპორტული
მარათონი პლატო-სადგერის ტერიტორიაზე. ბორჯომის პარკში, ბავშვებისთვის
გაიმართა გასართობი შოუ. ფერადმა ანიმატორებმა პატარების განწყობაზე
იზრუნეს. ვოკალური და ქორეოგრაფიული ადგილობრივი ანსამბლების
მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. გალა კონცერტისთვის კი მოწვეული იყო
ოჩოს ქოხი, რომელმაც საკუთარი რეპერტუარი წარმოადგინა. სახალხო
დღესასწაულის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საპატიო მოქალაქეების
გამოვლენა და დაჯილდოება. ბორჯომის მუნიციპალიტეტმა წელს, 4 საპატიო
მოქალაქე გამოარჩია. "ბორჯომობა 2024" ფეიერვერკით დასრულდა.