ახალი ამბები
"ბორჯომობა 2024" - გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება
"ბორჯომობა 2024" გასართობ-სპორტული აქტივობებით აღინიშნება. ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში, ადგილობრივებმა საკუთარი ხელნაკეთი ნივთების და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს. ასევე, სპორტული მარათონი გაიმართა პლატო-სადგერის ტერიტორიაზე, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოყვარულმა, ასევე გამოცდილმა სპორტსმენებმა. გამოვლინდა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გოგონები და ბიჭები, რომლებიც სიგელებით, მედლებით და ფულადი პრიზებით (700, 500, 300 ლარი) დაჯილდოვდნენ. რა ღონისძიებები იგეგმება დღის განმავლობაში, გაეცანით ვიდეოში.
Print