ახალი ამბები
ემიგრანტების ქველმოქმედება ბორჯომში სპეციალური საჭიროების მქონე პირების დასახმარებლად
ათენში არსებული ჯგუფი „ემიგრანტო დაეხმარე ემიგრანტს“ აგრძელებს ქველმოქმედებას ბორჯომში სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. საბერძნეთში მცხოვრები მარინა სამსონიძე, რომელიც წარმოშობით ბორჯომიდანაა, ამანათებით დახუნძლული ესტუმრა დღის ცენტრს "თებეს" და სარეაბილიტაციო ცენტრს "ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერას". ემიგრანტების სახელით მან ბენეფიციარები დაასაჩუქრა და ცენტრს ფულადი თანხა 1000 ლარით დაასაჩუქრა. მარინა სამსონიძე იმედოვნებს, რომ ემიგრანტების სახელით მომავალშიც გააგრძელებს ბორჯომში ქველმოქმედებას.
Print