დაიწყეს გაზის შემოყვანა, დაგვიყენეს მრიცხველების კოლოფები და კაციშვილი აღარ მოსულა-მოქალაქე ბორჯომის სოფლების გაზიფიცირებაზე
18:41 / 03.09.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ოთხ
სოფელში დვირში, ქვაბისხევში, ჩითახევსა და დიდ მიტარბში
გაზიფიცირების პროცედურები 2023 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე არ
დასრულებულა.
როგორც მოსახლეობა ამბობს სამუშაოები, რამდენიმე თვეა შეწყვეტილია და
გაზის მილები მხოლოდ საცხოვრებელ სახლებთანაა მიყვანილი, ამ დრომდე
მათთან არც კომპანიის წარმომადგენელი მისულა. ადგილზე არც
მრიცხველებია დამონტაჟებული.
მოსახლეობა კვლავ ბუნებრივი აირის სახლში შეყვანას ელოდება. 4 სოფლის
მოსახლეობა გაურკვევლობაშია და არ იცის როდის ექნება დაპირებული
ბუნებრივი აირი
მოსახლეობისთვის, ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის აინთება მათ საცხოვრებელ
სახლებში ბუნებრივი აირი. მანამდე კი მკაცრ და სუსხიან ზამთარში
მოსახლეობის გათბობის ალტერნატივა საშეშე მერქანია. გაზიფიცირების
დაპირება 4 სოფლის მოსახლეობამ 2020 წლის არჩევნემადე
მიიღო.