ახალი ამბები
ახალქალაქში ბაგრატ III კურაპალატის მოხსენიებით მე-10 საუკუნის წარწერა აღმოაჩინეს
მესხეთის კულტურის ძეგლების კვლევის მეშვიდე, 13 დღიანი ექსპედიცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასრულდა (1 დღე ასპინძის მუნიციპალიტეტი).

შედეგები ასე გამოიყურება:

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 150-მდე სოფელი და ნასოფლარიდან შესწავლილი იქნა 50-მდე სოფელი/ნასოფლარი. დაფიქსირდა და აღიწერა 160-მდე კულტურის ძეგლი თუ ცალკეული არტეფაქტი, გარდა ამისა, დაფიქსირდა 35-მდე ქართული ლაპიდარული წარწერა და 20-მდე სომხური წარწერა. მათ შორის:

60-მდე ეკლესია;
3 - მონასტერი;
30-მდე მცირე სამლოცველო;
5 - ციხე/კოშკი;
30-მდე მშრალი წყობის ნაგებობები;
2 - მეჩეთი;
30-მდე ცალკეული არტეფაქტი.


კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ექსპედიციები აგვისტოდან კვლავ გაგრძელდება.

ფოტოზე: მე-10 ს.-ის წარწერა ბაგრატ III კურაპალატის მოხსენიებით (წარწერის პალეოგრაფიული ასლი), აგანა, ახალქალაქი.
Print