საზოგადოება
რეაბილიტაციის პარალელურად რისი ნახვა შეუძლიათ ბორჯომის პარკში სტუმრებს
ბორჯომის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. არის თუ არა პარკი დამსვენებლებისთვის ღია და შეძლებენ თუ არა ატრაქციონებით სარგებლობას, ეს კითხვა თითქმის ყველა სტუმარს აწუხებს. ზოგიერთი მათგანი სტუმრობის დროს იგებს, რომ პარკში გადაადგილება ზოგიერთ ლოკაციაზე შეზღუდულია.
ბორჯომის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო და პროექტი სამწლიანია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პარკის სრული რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 35 მილიონი ლარია გამოყოფილი. შეგახსენებთ, ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია და ის დაახლოებით სექტემბრის ბოლომდე გრძელდება.


Print