საზოგადოება
ყავის იმპორტი 18%-ით გაძვირდა
2024 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში ყავის იმპორტი 21%-ით გაიზარდა.

გასულ წელს ქვეყანამ 11.886 მლნ დოლარის ყავა იყიდა, წელს კი 14.391 მლნ დოლარის. 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ყავის 5 უმსხვილესი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:


ინდონეზია - 3.697 მლნ დოლარი
ვიეტნამი - 2.410 მლნ დოლარი
რუსეთი - 1.920 მლნ დოლარი
იტალია - 1.552 მლნ დოლარი
გერმანია - 1.165 მლნ დოლარი

ამასთანავე, შარშან 1 კგ ყავის საიმპორტო ფასი საშუალოდ 3.8 დოლარი იყო, წელს კი 4.5 დოლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ყავის საიმპორტო ფასი 18%-ით გაძვირდა. მიმდინარე წელს თვეების მიხედვით საშუალო საიმპორტო ფასი შემდეგნაირად შეიცვალა:

იანვარი - 4.03 დოლარი;
თებერვალი - 3.6 დოლარი;
მარტი - 5.51 დოლარი;
აპრილი - 4.83 დოლარი;
მაისი - 4.86 დოლარი.


მონაცემების მიხედვით, წლის დასაწყისიდან მაისთან შედარებით ყავის საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 20.6%-ით გაძვირდა.
Print