ახალი ამბები
დღეს, თბილისში, ევროპის მარში ოთხი სხვადასხვა ლოკაციიდან მოეწყობა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საპროტესტოდ თბილისში, დღეს, 11 მაისს, საპროტესტო აქცია გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოეწყობა ევროპის მარში 4 სხვადასხვა ლოკაციიდან.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში.

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 4 ლოკაციაზე:

რესპუბლიკის მოედანი

მარჯანიშვილის მოედანი

მეტრო 300 არაგველი

მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია

ოთხივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!"
- წერია ინფორმაციაში.
Print