"არა რუსულ კანონს", "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" - ხმაურით დაწყებული აქცია ბორჯომში
22:52 / 08.05.2024
ხმაურით და სიტყვიერი დაპირისპირებით
დაიწყო ბორჯომის ცენტრში აქცია.რუსული კანონის გასაპროტესტებლად
შეკრებილ მოქალაქეებთან ქართული ოცნების ადგილობრივი რამდენიმე
წარმომადგენელი მივიდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა.
„არა რუსულ კანონს“, "არა რუსულ რეჟიმს", "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" - ამ
გზავნილებით ადგილობრივები დღეს ბორჯომში შეიკრიბნენ. ქალაქის ცენტრში
გამოვიდნენ სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები. ბორჯომის
მსგავსად რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების კვირეული მიმდინარეობს
რეგიონებში.