საზოგადოება
ბორჯომში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება
ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება.
სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და 18 თვის მანძილზე გაგრძელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული შენობის რეკონსტრუქცია კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს, რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: გასახდელები, საკონფერენციო დარბაზი, ჟურნალისტების, ექიმის, დელეგატების, ბურთის ბიჭების, მსაჯის ოთახები, საშხაპეები და სველი წერტილები, ლიფტები,

განხორციელდება ტრიბუნების მოწყობა შესაბამისი გადახურვითა და VIP ლოჟით. შენობა სრულად ადაპტრირებული იქნება შშმ პირებისათვის.
Print