საზოგადოება
2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი -გომელაური
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. მან "მინისტრის საათის" ფორმატში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა.

გომელაურის თქმით, 2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. – 5469, ხოლო 2023 წ.- 5594). 3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო,
ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი.

"2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. 3%-მდეა შემცირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც", - თქვა გომელაურმა.

მინისტრმა თქვა, რომ გზებზე სიჩქარის კონტროლისა და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად 2023 წელს 883 კამერა ჩაირთო, მათ შორის 672 ზოგადი ხედვის, ხოლო 211 ნომრის ამომცნობი, ჯამში სისტემაში 7 914 კამერაა ჩართული.
Print