ახალი ამბები
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი რეგიონებში მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებს მართავს. დიპლომატი ამჯერად ბორჯომის მერს ოთარ არბოლიშვილს შეხვდა. იქამდე კი იმყოფებოდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, ამერიკის ელჩმა მუნიციპალიტეტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქალაქის ტურისტული, ეკონომიკური განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-რეაბილიტაციის და თანამშრომლებისთვის გაცვლითი ვიზიტების განხორციელების კუთხით. ეს იყო დიპლომატის რობინ დანიგანის პირველი ვიზიტი ბორჯომში.
Print